
თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდება - მედია
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევებს თეთრი სახლი აკვირდება - ინფორმაციას გამოცემა Axios აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ირკუტსკის ანტიჭირის ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის გარდაცვალებაზე. ქალი 29 სექტემბერს მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და 1-2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებამ ოლქის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა და თითქმის 200 ადამიანი, რომლებსაც შიპილოვასთან კონტაქტი ჰქონდათ, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა ამბობს, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფებს დაავადების არანაირი ნიშანი არ აღენიშნებოდათ და მათი ტესტის პასუხები უარყოფითი იყო.
რუსული მედიის ცნობით, ქალს ლაბორატორიაში შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა, თუმცა რუსეთის ჯანდაცვის უწყებებს ეს ვერსია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. ოფიციალური ინფორმაციით, ქალს „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge