მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ჩორჩანას ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამ წუთებში „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე იკითხება. სხდომის დაწყებამდე კაკაბაძემ „პირველებს“ უთხრა, რომ საქმეზე მისთვის ცნობილი ინფორმაცია საჯაროდ გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა. მისი თქმით, კითხვები არსებობს იმაზე, გიორგი გახარიამ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო თუ ვინმეს დავალებით.

ძირითადი ინფორმაციები, რაც გააჩინა ჩვენშ ეჭვი, ეს იყო საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციები, რომელიც თქვენც იცით და ჩვენც ვიცით, საინტერესოა, ეს მოხდა გახარიას გადაწყვეტილებით, ეს მოხდა ვინმეს დავალებით. ჩვენ, ფაქტობრივად, უომრად, ტყვიის გასროლის გარეშე დავკარგეთ ის ტერიტორია, რომელსაც ვაკონტროლებდით ამ საგუშაგოს გახსნამდე, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მისცემს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობდა და გამოძიებას სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდა. მისი ვარაუდით, სასამართლოში მოწმედ დაბარებაც მის მიერ გამოძიებისთვის ადრე მიცემულ ჩვენებას უკავშირდება.

სანამ პარტიად გადაკეთდებოდა "ნეიტრალური საქართველო", ერთიანი განცხადება იყო მათ შორის ჩემი ხელმოწერით. იმ განცხადებაში ჩორჩანაზე არ ყოფილა საუბარი, ინფორმაციას ვფლობდით საჯაროს, რაც იყო გავრცელებული და ეს რა იყო ჩემთვის ცნობილი ეს ვუთხარი, იმ პოსტის გახსნამ რაც გამოიწვია. როგორც ჩანს, რადგანაც გამოკიტხული ვიყავი და ამ გამოკითხვის პროცესში ეს იქნა ნახსენები, აქედან გამომდინარე მოხდა ჩემი, გამოკითხული მოწმის გადმოტანა აქ. ვინც უნდა გამომკითხოს მე, მათ ასე გადაწყვიტეს, - ამბობს ნიკოლაიშვილი.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

ტვ პირველი

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

ტვ პირველი

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ტვ პირველი

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ტვ პირველი