მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

იუსტიციის მინისტრმა არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე.

"მიმართეთ პრესსამსახურს" - ასე უპასუხა პაატა სალიამ "პირველების" შესაბამის კითხვას.

რამდენი არის დეესკლაციის ოთახში ჩაყვანილი, ახლა ამის ზუსტი სტატისტიკა თუ გსურთ მიმართეთ პენიტენციურ სამსახურს, რა იყო მიზეზი ამ კონკრეტული პატიმრის დეესკლალაცის ოთახში ჩაყვანისა იმ მომენტში ამის დეტალებსაც მოგახსენებნ, არაფერი დასამალი აქ არ არის. აქ საუბარი იყო რაზე თქვან ჩემთან სასაუბროდ მოხვედით იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა გაუპატიურება, იყო თუ არა დანაშუალი ჩადენილი და ა.შ. მოხდა თუ არა დანაშაულის ჩადენა მე გითხრათ?!"- თქვა მან.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი კომენტარის პირველ ნაწილში, ამტკიცებდა, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გასაჯაროებული კადრები „ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს“.

ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რამე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა. ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული… როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები“- აცხადებს სალია.

36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას

ტვ პირველი

თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის - ზოდელავას ადვოკატი

თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის - ზოდელავას ადვოკატი

ტვ პირველი

გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

ტვ პირველი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა

ტვ პირველი