მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება
კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 14:46|tvpirveli.ge

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება.

განცხადების თანახმად, რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა. კავკასიის უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ირკვევა, რომ სტუდენტებს აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

განცხადება ნახეთ სრულად:

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.

მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას“, -ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უნივერსიტეტში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • „აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართაიმედი
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებულიBM.GE
  • "დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და გადაინაცვლა მიმდებარე ქუჩაზე" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განცხადებარუსთავი 2
  • გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
უნივერსიტეტში →

მსგავსი სტატიები

"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

ტვ პირველი

„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი

„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი

ტვ პირველი

„ძლიერი საქართველო“: პენიტენციური სისტემის ბიუჯეტი იზრდება, ციხეებში პრობლემები კი მწვავდება

„ძლიერი საქართველო“: პენიტენციური სისტემის ბიუჯეტი იზრდება, ციხეებში პრობლემები კი მწვავდება

ტვ პირველი

რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის  დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა

რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა

ტვ პირველი