მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი
„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი

„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 14:53|tvpirveli.ge

მე-6 დაწესებულების მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო ციხის თანამშრომლებმა რეზინის ხელკეტებით სცემეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მისმა ადვოკატმა ანა აკოფოვამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ის დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა ჩაჩანიძეს, რომელმაც უამბო, რომ ძალადობა 2 ოქტომბერს, მე-6 დაწესებულებაში მოხდა. აკოფოვას ინფორმაციით, პატიმარმა გიორგი დავითაძეს შეძახილებით გამოუცხადა სოლიდარობა, რის შემდეგაც ის ცალკე ოთახში შეიყვანეს და სცემეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ჩაჩანიძეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე - ხელებზე, მუხლებსა და ზურგზე დაზიანებები ამ დრომდე ეტყობა. მისი თქმით, მსჯავრდებული ძლიერ თავის ტკივილსაც უჩივის და აცხადებს, რომ ცემის დროს თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რათა წინააღმდეგობა ვერ გაეწია.

„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილები, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს, თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ - ეუბნება ადვოკატი "ბათუმელებს".

ანა აკოფოვას ინფორმაციით, იმავე დღეს გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო კიდევ რამდენიმე პატიმარს სცემეს. 3 ოქტომბერს ლაშა ჩაჩანიძე და კიდევ სამი მსჯავრდებული მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მათთვის გადაყვანის მიზეზი არ განუმარტავთ.

ჩაჩანიძე, ადვოკატის მონაყოლით, განსაკუთრებულ აგრესიაში მე-6 დაწესებულების დირექტორ შოთა ტრაპაიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველა იმ პირის ამოცნობა შეუძლია, ვინც მასზე, მისი თქმით, ჯგუფურად იძალადა. მსჯავრდებული ასევე ითხოვს ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას. მისი მტკიცებით, უშუალო ძალადობა ისეთ ოთახში მოხდა, სადაც კამერები არ იყო, თუმცა სხვა ჩანაწერებში უნდა ჩანდეს, როგორ მიჰყავდათ იგი იქ ცემით.

ადვოკატი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებასა და მსჯავრდებულისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. უწყებაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“. კითხვაზე, რატომ აქვს მსჯავრდებულს დაზიანებები და მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა, დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ, ხოლო ბათუმის დაწესებულებაში მისი გადაყვანის მიზეზის დასახელებაზე პერსონალური მონაცემების დაცვაზე მიუთითეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

ტვ პირველი

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება

ტვ პირველი

„ძლიერი საქართველო“: პენიტენციური სისტემის ბიუჯეტი იზრდება, ციხეებში პრობლემები კი მწვავდება

„ძლიერი საქართველო“: პენიტენციური სისტემის ბიუჯეტი იზრდება, ციხეებში პრობლემები კი მწვავდება

ტვ პირველი

რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის  დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა

რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა

ტვ პირველი