მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. მათ შორისაა ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ჭავჭანიძემ სასამართლოში მოითხოვა, პროკურატურას მისთვის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პასუხი გაეცა და ის სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით კი, მათ ჭავჭანიძის განცხადება არ მიუღიათ და არც იმის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდა. ამასთან, პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის წინადადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

ტვ პირველი

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

ტვ პირველი

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ტვ პირველი

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ტვ პირველი