მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

პაატა სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც პატიმარი გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას ასახავს. [უწყების მიერ 2 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ხმა არ აქვს].

პაატა სალიამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს მოუწოდა, გამოძიების დასრულებას დალოდებოდნენ.

"არ გიპასუხებთ მაგ შეკითხვაზე", - თქვა მინისტრმა შეკითხვაზე აქვს თუ არა გიორგი დავითაძის ვიდეოს, რომელიც ციხის დეესკალაციის ოთახშია გადაღებული, ხმა.

"ჩვენ რაც საჭირო იყო, რაც საჭიროდ მივიჩნიეთ, გაგვესაჯაროებინა ჩვენი მოსაზრებით და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, გავასაჯაროვეთ. დანარჩენზე დაველოდოთ გამოძიებას"- დასძინა მან.

სალიას დავითაძის სხვა საპატიმროში გადაყვანაზეც ჰკითხეს, რაზეც მან თქვა: „ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას აქვს თავისი პროცედურები, აქვს თავისი საფუძვლები, წინაპირობები. შესაბამისად, თუ დააკმაყოფილებს ამ წინაპირობებს, განვიხილავთ და გადავიყვანთ. თუ არ დააკმაყოფილებს, არ გადავიყვანთ“.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

ტვ პირველი

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

ტვ პირველი

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ტვ პირველი

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ტვ პირველი