მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის - ზოდელავას ადვოკატი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის - ზოდელავას ადვოკატი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის - ზოდელავას ადვოკატი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა და მეუღლემ, მაია მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების თაობაზე მურთაზ ოდელავა კომენტარს თავად გააკეთებს.

მისი თქმით, მიღწეული საპროცესო შეთანხმების დეტალებზე ამ ეტაპისთვის ვერ ისაუბრებს.

ადვოკატის აზრით, მოცემულ ვითარებაში ეს ერთდერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

“მე არ ვთვლი, რომ რამე შეიცვალა, ახლა. პოზიცია აბსოლუტურად იგივეა ჩემი შეფასებით და გადასახედით. დიახ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა მიღწეული შეთანხმების შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით. როდესაც იქნება საბოლოო შეთანხმება მიღწეული, შემდეგ შევძლებ, რომ კონკრეტული განცხადება გავაკეთო. მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ვინაიდან საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არ მინდა სამართლებრივ ჭრილში განვიხილო მტკიცებულებები, რა იყო, რა არ იყო - ეს ყველამ კარგად ვნახეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება დღეს, მოცემულ ვითარებაში”, - განაცხადა მაია მუმლაძემ.

პროკურატურა ადასტურებს, "პირველების" ინფორმაციას, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძე საპროცესო გარიგების შუამდგომლობით მიმართეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

ტვ პირველი

"სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ -  რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა

"სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ - რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა

ტვ პირველი

ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ტვ პირველი

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას

ტვ პირველი