მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო
გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 17:05|tvpirveli.ge

გიორგი დავითაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. იურისტის თქმით, ამ ფორმით აპროტესტებენ მსჯავრდებულები გიორგი დავითაძის წინაღმდეგ განხრციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებას.

ამის პარალელურად, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ახალი კადრები გამოაქვეყნა და განცხადებაში დაწერა, რომ პატიმრებმა ბადრაგს სცემეს. უწყება ამტკიცებს, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან.

გიორგის მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ეს კადრები, როგორ ისვრის გიორგი პოლიციელის მისამართით, ამის შემდეგ ციხეში ატყდა ე.წ. შუმოკი. გვრგვინავდა ციხე, ყველამ მოითხოვა ე.წ. პრაგულკა. გამოითქვა პროტესტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ პროტესტის ფარგლებში მოექცა ის მიზეზი, რასაც დღეს პენიტენციური სამსახური ასახელებს.პატიმრების ნაწილი დაახლოებით 6 პატიმარი შიმშილობს, გიორგის უცხადებენ სოლიდარობას"- აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება შესაძლო გაუპატიურების ეპიზოდს, დავითაძემ ადვოკატს კონკრეტული გვარები დაუსახელა:

კვარაცხელია არის ის თანამშრომელი, რომელსაც ეკეთა ლატექსის ხელთათმანები. დიახ, ზუსტად გიორგი კვარაცხელიას თავზე არის დამონაჟებული კამერა. გიორგი დარწმუნებით ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც მის სხეულში ხელთათმანიანი ხელით შეაღწია იყო გიორგი კვარაცხელია. იქ არის კიდევ მეორე ფიგურანტი, რომლის მიმართაც კიდევ არსებობს კითხვები, არის ციხის თანამშრომელი კორპუსის მაყურებელი, ასე იცის მან და ისიც იღებდა მონაწილეობას დამამცირებელ მოპყრობაში, თუმცა მის სხეულში მან [გიორგი დავითაძემ] იგრძნო რეზინიანი თითის შეღწევა. თვალსაჩინოდ ჩანს, როდესაც გორგი კვარაცხელია თავზე აწვება ორი ხელით, შემდეგ ქრება ცალი ხელი, მარჯვენა ხელი, მიდის უკან და ერთ მომენტში, როდესაც ერთ მომენტში მისი ეს მარჯვენა ხელი ბრუნდება უჯან ადამიანი, რომელიც მას ეფარება, რაღაც მომენტში იწევა და ჩანს როგორ მოდის ხელი მისი შარვლიდან და იქვე ტანზე აწმენდს ხელს, ვიდრე თავზეც მიაწვდენს. კამერაში მას გათიშული ჰქონდა გათბობა და ციოდა ძალიან, ეცვა ორი შარვალი. გიორგი კვარაცხელიას ხელის ამოწევის მომენტში ამოყვა მეორე შარვალი. გიორგის გაკოჭვის და იმ აქტის შემდეგ, თითოეული თანამშრომელი მიდის და ყურში რაღაცას ეუბნება გიორგის. ამაზე გიორგი აცახდებს, რომ ყველა უცხადებდა, რომ "ის უკვე ქათამია" და ის უკვე გაუპატიურებულია"- აცხადებს ადვოკატი.

36 წლის გიორგი დავითაძემ გუშინ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.

კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • პაატა სალია: როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს და კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმებირუსთავი 2
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
  • რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავსფორმულა
  • რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
პატიმარი →

მსგავსი სტატიები

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

ტვ პირველი

"სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ -  რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა

"სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ - რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა

ტვ პირველი

ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ტვ პირველი

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას

ტვ პირველი