მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს
ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 17:40|tvpirveli.ge

ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისთვის დაკისრებულ 5 მილიონიან გადასახადს მამუკა მდინარაძეს უკავშირებს. გელაშვილი „პირველებთან“ ამბობს, რომ ფულის გათეთრებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს „მდინარაძის ხუშტურებს“ უწოდებს. მისი თქმით, თავდაპირველად დავის გაგრძელებას და ბოლომდე ბრძოლას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება და თანხის გადახდა არჩია.

გელაშვილი ასევე ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ვენესუელაში ცხოვრობს.

მე კანონი არ დამირღვევია, მე ეს შევაფასე სამხარაულში წლების წინ რა ღირდა და იმით ვიხილე. მერე ახალ წელს გამომიგზავნეს, ახალი წლის წინა დღეებში შემოწმება შემოვიდა და ასე თუ ისე ვარჩიე, რომ შეთანხმებაზე წავსულიყავი, თორემ მე ამ პროცესს არ ვაპირებდი და ბრძოლას ვაპირებდი ბოლომდე, დავებშიც ვიყავი, მაგრამ არ ვიცი... არა ( არ იყო ფულის გათეთრება), ვისაც უნდა "შევესპორები", ამაზე აუდიტიებიც მყავდა და ეს იყო არასწორი. ეგ იყო მდინარაძის ხუშტურები. სანამ გაუშვეს, მე უკვე ჯარიმა დამადებინეს, ყველაფერი არ ითქმევა, თქვენც იცით და მეც ვიცი. ორი წელიწადია იქ ვცხოვრობ (ვენესუელაში), ვისვენებ, არავინ მაწუხებს,

საქმე ეხება ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოს მდებარე ცათამბჯენს, 2021 წელს ვალერი გელაშვილმა გადაწყვიტა, რომ კომპანიიდან, რომელიც აღნიშნული კორპუსის მშენებელია, წილი გამოესყიდა. მეწილეც იყო "ოცნების" ორგზის დეპუტატი ლერი ხაბელოვი.

"პირველებმა" კითხვების დასმა ლერი ხაბელოვისთვისაც სცადა, თუმცა ხაბელოვი ამტკიცებს, რომ საქმის კურსში არ არის და არაფერი იცის.

"ქართული ოცნების" წევრები კი ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდებენ, ჯარიმა გადაიხადოს. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, ხოლო მდინარაძის ხსენება ყურადღების მსიაქცევად გახდა საჭირო.

ახლა გახდა ვალერი გელაშვილი თქვენი დასაცავი? არც ვალერი გელაშვილი და არც ნებისმიერი სხვა ბიზნესმენი არ შეიძლება, უკანონოდ ყიოს დასანქცირებული. ფაქტია, რომ კანონია გამოყენებული და ფაქტია, რომ დამოკიდებულება არის სამართლიანი. არანაირად ვალერი გელაშვილის განცხადებები არ ქმნის შთაბეჭდილებას იმაზე, რეალურად, რა ხდება ბიზნესის სფეროში. პოპულარულია, მდინარაძე უნდა ახსენო, ბიძინა ივანიშვილი უნდა ახსენო... მამუკა მდინარაძის ხსენება თქვენი ყურადღების მისაქცევად არის გამოყენებული, - ამბობს გიორგი ვოლსკი.

ირაკლი ქადაგიშვილიც ამტკიცებს, რომ მამუკა მდინარაძე არაფერ შუაშია და გელაშვილს ურჩევს, კეთილსინდისიერად გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.

ეს არის ერთი ბიზნესმენის ერთი კერძო საქმე, აქვს კონკრეტული ვალდებულებები საგადასახადო სისტემასთან წარმოშობილი და კეთილი ინებოს, ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად ემოქმედოს. არ არსებობს ეგეთი რამე, რომ ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანმა რა ქნა? ადგა და ჩეკი გამოუწერა მამუკა მდინარაზემ, 11 მილიონი გადაიხადეო?, - ამბობს ქადაგიშვილი.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა

ტვ პირველი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ტვ პირველი

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

ტვ პირველი