მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 17:58|tvpirveli.ge

საქართველოს ბანკისა და „სუხიშვილების“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს კიდევ ერთ გამორჩეულ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს. 5 ოქტომბრიდან, SOLO Boutique-ში შესაძლებელი იქნება სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის უნიკალური თავშლების შეძენა.

ეს განსაკუთრებული აქსესუარი „სუხიშვილების“ სცენაზე დაბადებულ 80-წლიან ისტორიას გვიამბობს - ისტორიას, რომელშიც ქართული ცეკვა, ხელოვნება, კოსტიუმი და მუდმივი სიახლის ძიება ერთ მთლიანობად იქცა.

სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას „სუხიშვილების“ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მხატვარი და სცენოგრაფი ანსამბლის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემქმნელი იყო. მისმა კოსტიუმებმა ქართული ცეკვის სცენური ესთეტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა და დღემდე „სუხიშვილების“ მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად რჩება. ვირსალაძე ტრადიციულ ფორმებს საკუთარ მხატვრულ ხედვასა და ფერთა განსაკუთრებულ ენას უკავშირებდა, რის შედეგადაც მისი ნამუშევრები უნიკალურ ხელწერად იქცა.

„სუხიშვილების“ ისტორია 1945 წელს, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ ანსამბლის დაარსებით დაიწყო. 80 წლის განმავლობაში დასმა ქართული კულტურისა და ცეკვის ტრადიციები არაერთხელ გარდაქმნა და ახალი თაობებისთვის გააცოცხლა. სწორედ ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმა იქცა იმ სულისკვეთებად, რომელიც „სუხიშვილების“ ისტორიას დღემდე თან სდევს.

საქართველოს ბანკი „სუხიშვილების“ მთავარი მხარდამჭერია და წლების განმავლობაში ანსამბლის სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი პროექტის განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა „თაკარა“ - ექსპერიმენტული ღია სცენა, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა და ტრადიციასა და თანამედროვე შემოქმედებით ძიებას აერთიანებს.

ახალი კოლექციით კი სუხიშვილების სცენური მემკვიდრეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოდის - ხელოვნების ნიმუშები აქსესუარად იქცევა, რომელიც არა მხოლოდ სტილის ნაწილია, არამედ ქართული კულტურისა და ისტორიის მატარებელიც.

სოლიკოვირსალაძისესკიზებითშექმნილიაბრეშუმისადაშალისთავშლები5 ოქტომბრიდანექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის SOLO Boutique-შიიქნებახელმისაწვდომი.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა

ტვ პირველი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ტვ პირველი

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

"სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ -  რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა

"სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ - რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა

ტვ პირველი