მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ომბუდსმენი ამბობს, რომ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ომბუდსმენი ამბობს, რომ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ომბუდსმენი ამბობს, რომ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მას შემდეგ, რაც დავითაძემ მიმართა, მისმა წარმომადგენლებმა ნახეს, მსგავსი ფაქტი არ ჩანს.

თუმცა, მისივე თქმით, გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მაშინვე მიმართეს და სწორედ გამოძიების შედეგად დადგინდება სიმართლე.

“კადრებში, რაც ჩვენ ვნახეთ, არ ჩანს, რომ ვიღაცამ ის თითით გააუპატიურა[...] მნიშვნელოვანია, რომ ამის იქით გამოძიებამ გასცეს პასუხი. ერთი არის ფაქტი, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს[...] დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის“, - განაცხადა ლევან იოსელინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი თითით შეღწევა, იოსელიანი პასუხობს:

ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის, დეტექტორით და სკანერით ეს დებულებაში გაწერილია.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • პენიტენციური სამსახური პატიმარ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს - უწყებაში აღნიშნავენ, რომ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაარუსთავი 2
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
  • რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავსფორმულა
  • რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
პატიმარი →

მსგავსი სტატიები

ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპი

ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპი

ტვ პირველი

თბილისი - მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისი - მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ტვ პირველი

პატიმარმა დავითაძემ 2025 წლის დეკემბერში მოგვმართა, საუბარი იყო სექსუალური ხასიათის ქმედებაზე  - ომბუდსმენი

პატიმარმა დავითაძემ 2025 წლის დეკემბერში მოგვმართა, საუბარი იყო სექსუალური ხასიათის ქმედებაზე - ომბუდსმენი

ტვ პირველი

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ტვ პირველი