ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“ვფიქრობ, გადაიდგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად. არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი, რომლის მიღწევასაც ჩვენი პარტნიორები ცდილობენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე უფრო სწრაფად შეიძლება. თუმცა, ეს სწორედ ასე გამოიყურება”, - განაცხადა ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, თანახმა იყო დასთანხმებოდა ტრამპის მოთხოვნას, შეჩერებულიყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების სანაცვლოდ, თუმცა აშშ აჭიანურებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებას, რომლებიც რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად გამოიყენება.
ზელენსკის განცხადებით, ამჟამად აშშ უკრაინას თვეში Patriot-ის სისტემის მხოლოდ 12 რაკეტას აწვდის, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, ოთხჯერ ნაკლებია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინა ამ რაკეტებს ყიდულობს, მაშინ როცა ბაიდენი მათ სამხედრო დახმარების სახით, უფასოდ გადასცემდა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge