ტვ პირველი|tvpirveli.ge
მსოფლიო ბანი, პატიმრიბაში მყოფი პაატა ბურჭულაძე ვახო სანაიას ხელმორედ დაკავებას ეხმაურება და ჟურნალისტს მადლობას უხდის საქართველოს ევროპულ მომავლი დაცვისთვის.
გამარჯვება გარდაუვალია, ბრძოლა ბოლომდე! - არნიშნულია მიმართვაში.
ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. თქვენი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში! ჩვენი ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ უკვე დიდ უმცირესობაზე, რომელიც ატერორებს და ცდილობს მთელი საქართველოს დამორჩილებას. გამარჯვება გარდაუვალია, ბრძოლა ბოლომდე! "- წერს ბურჭულაძე.
"ფორმულას" წამყვანს Facebook სტატუსუს გამო, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა.
ტელეწამყვანს ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, შეუფარდეს პატიმრობა.
სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge