პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ითხოვს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მსცენ.
ირმა დავითაძე TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "გიორგი პატარიძე და მისი სისტემა წლებია პატიმრებზე ძალადობს".
პატიმრის დედა აღნიშნავს, რომ პატარიძესთან ერთად უნდა დაისაჯონ იუსტიციის მიინისტრი პაატა სალია, რომელიც "აპრავებდა" ციხის უფროს, შოთა ტრაპაიძეს და მის "ჯალათ ბადრაგებს".
რაც შეეხება პატარიძის თემას, ველოდებოდი რომ ეს ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდებოდა. ვინაიდან პატარიძე და მისი სისტემა დიდი ხანია, წლების მანძილზე ძალადობენ პატიმრებზე არა მარტო მე-6-ე დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, დღეს რა ხდება გლდანისა თუ სხვა ციხეებშიც, მათ შორის ლაითურშიც. გელა ისაშვილმა რომელმაც ამხილა ეს ხელისუფლება და პატარიძე, სასტიკად არის ნაცემი. სცემეს იმის შემდეგ, რა დროსაც მან გიორგის თანაგრძნობა გამოუცხადა და გადაყვანილი იქნა ლაითურში, სადაც ახლაც კი ის იმყოფება საშიშროების ქვეშ, ვინაიდან მასზე ისევ მისი ზეწოლა. რაც შეეხება პატარიძეს მოვითხოვ, რომ მასზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და არა მარტო პატარიძეზე, მათ შორის, სალიაზეც, იუსტიციის მინისტრზეც, რომლებიც ერთხმად, „აპრავებდნენ“ მოძალადე ტრაპაიძეს და მის ჯალათ ბადრაგებს. დარწმუნებული ვარ, დაისჯება ყველა, მათ შორის პატარიძე, ტრაპაიძე, სალია - ეს აუცილებლად მოკლე ხანში"- ამბობს ირმა დავითაძე.
შეგახსენებთ, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
ცნობილია, რომ ეს რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.
რაც შეეხება 36 წლის გიორგი დავითაძის საქმეს, ახალგაზრდა კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge