ტვ პირველი|tvpirveli.ge
საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილი ხსნის, რა არის მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" სარჩელის მნიშვნელოვანი მიზანი.
"საკონსტიტუციო სარჩელის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური "- თქვა პარტიის წარმომადგენელმა განხილვისას.
„სარჩელის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. მინდა ხაზი გავუსვა - არა რომელიმე პარტიამ, არამედ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, შესაბამისად, თქვენმა და ჩემმა სამშობლომ, ჩვენმა სახელმწიფომ. შეიძლება იდავონ, რომ ეს არ არის მიზანი, მაგრამ ვერავინ იდავებს,რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგი იქნება ზუსტად ეს - რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დონეზე. მოსარჩელე მხარე შეგნებულად ურევს ერთმანეთში პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე, არ ასხვავებს სახელმწიფოსა და პარტიას და არ ავლებს მათ შორის არანაირ ზღვარს. ერთი მხრივ, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მიიჩნევს პარტიისა, თუ პარტიების პასუხისმგებლობად და მეორე მხრივ, საკუთარ პარტიას აიგივებს სახელმწიფოსთან, როდესაც ამბობს, რომ მათი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge