ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი - ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“ - ადვოკატი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
"ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ" - ამის შესახებ ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი - ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“ - თქმა მან.
პირველების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ღარიბაშვილს ან მის ოჯახს კომუნიკაცია ივანიშვილთან, ადვოკატი ამ ფაქტს უარყოფს.
"ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი ჩვენებაა "ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის დამადასტურებელი" ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის. ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი. ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ. მაინც ვფიქრობ, რომ ეს საქმე შემთხვევით არ უნდა იყოს შერჩეული. იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რა გააკეთა ირაკლიმ თავდაცვის სამინისტროსთვის, ზოგადად, თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის და რა დამოკიდებულება აქვს სამინისტროსა და ჯარს მის მიმართ. ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოჰფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი საუბრობდა თავისივე წერილებში- აცხადებს ნათია თამაზაშვილი.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge