მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები - საიას განცხადება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები - საიას განცხადება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები - საიას განცხადება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა საქართველოში: საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებიდან დღემდე" - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმოხილვას.

საიას ცნობით, მიმოხილვა ეხება იმ საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებითად გააუარესა აქტიური (ხმის მიცემის) და პასიური (არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის) საარჩევნო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა.

ორგანიზაციის განცხადებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს, რომ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ურთიერთდაკავშირებული მიმართულებებით მიმდინარეობს. კერძოდ, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ექმნებათ ხმის მიცემის მნიშვნელოვანი პრაქტიკული დაბრკოლებები, ხოლო, მეორე მხრივ, ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები.

განცხადების თანახმად, ამ ცვლილებების ერთობლივი ეფექტი სცდება ცალკეული მოქალაქეებისა თუ პოლიტიკური პარტიების უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს.

"2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია მანამდეც შეინიშნებოდა, თუმცა საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების შედარებით შეფარული მეთოდებიდან უფრო პირდაპირ და მკაცრ ფორმებზე გადასვლა. ეს, მათ შორის, გამოიხატა პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებასა და პრაქტიკულ გამოყენებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალია

კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალია

ტვ პირველი

"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა

"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა

ტვ პირველი

რა გაძვირდა/გაიაფდა საქართველოში  ოქტომბერში - როგორია ინფლაციის დეტალური ინდექსი

რა გაძვირდა/გაიაფდა საქართველოში ოქტომბერში - როგორია ინფლაციის დეტალური ინდექსი

ტვ პირველი

რამ გამოიწვია ხანძარი გადასვლელ ხიდზე - მოვაჭრეები განზრახ ქმედებას არ გამორიცხავენ

რამ გამოიწვია ხანძარი გადასვლელ ხიდზე - მოვაჭრეები განზრახ ქმედებას არ გამორიცხავენ

ტვ პირველი