მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

რუსეთის ლენინგრადის ოლქზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. 9 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

რუსული მხარე კირიშის სამრეწველო ზონაში დრონების მოხვედრას ადასტურებს, თუმცა კონკრეტულად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების მასშტაბებს არ ასახელებს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ღამის განმავლობაში რეგიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 113 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსებშიც ჩამოვარდა. ერთ-ერთი ბინიდან ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

თავდასხმის ფონზე სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტის მუშაობა შეფერხდა. დროებითი შეზღუდვები დაწესდა პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც თვითმფრინავების მიღება და გაფრენა შეჩერდა.

კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში სიდიდით მეორეა. საწარმოს წლიური საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 20 მილიონი ტონა ნავთობია. ის საწვავით ამარაგებს სანქტ-პეტერბურგს და საავიაციო ნავთს აწვდის პულკოვოს აეროპორტს.

ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის სასამართლომ ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სასამართლომ ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

ტვ პირველი

თამარი მოკლეს, არ გავჩერდებით - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

თამარი მოკლეს, არ გავჩერდებით - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ტვ პირველი

დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დებმა ქაჯაიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დებმა ქაჯაიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

ტვ პირველი

ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილი

ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილი

ტვ პირველი