მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფებოდნენ. რუსული უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ქართული ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა და რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონტროლისა და სერტიფიცირების პროცედურები შეისწავლა.

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, რუსმა სპეციალისტებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, კვლევის მეთოდები, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის შესაძლებლობები შეაფასეს.

დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც ხილის მოყვანის, შენახვისა და ექსპორტისთვის მომზადების ხუთი ობიექტი დაათვალიერა. რუსული მხარე ასევე გაეცნო საქართველოში ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის წესსა და საკარანტინო კონტროლის მექანიზმებს.

რუსეთის უწყების განცხადებით, აუდიტის დასრულების შემდეგ ქართულ ლაბორატორიას შესაბამისი შეფასების დოკუმენტი გადაეგზავნება.

ამასთან, „როსსელხოზნადზორი“ ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაციის გეგმაზეც საუბრობს. უწყების განმარტებით, სისტემების დაკავშირება ფიტოსანიტარიული ინფორმაციის გაცვლას, პროდუქციის ორმხრივ მიწოდებასა და უსაფრთხოების კონტროლს შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო უწყება ავრცელებს. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია მოწვევის, აუდიტის შედეგებისა და ციფრული სისტემების შესაძლო ინტეგრაციის შესახებ მოწოდებულ მასალაში წარმოდგენილი არ არის.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის სასამართლომ ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სასამართლომ ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

ტვ პირველი

თამარი მოკლეს, არ გავჩერდებით - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

თამარი მოკლეს, არ გავჩერდებით - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ტვ პირველი

დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დებმა ქაჯაიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დებმა ქაჯაიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

ტვ პირველი

ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილი

ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილი

ტვ პირველი