ტვ პირველი|tvpirveli.ge
ირინა სარიშვილის პროცესი 18 ნოემბრს გაიმართება - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა ასამართლებს ქალ პოლიტიკოსს, რომელსაც შსს მიხეილ ყაველაშვილის ცოლის თამარ ბაგრატიონის შეურაცხყოფას ედავება.
ქალი პოლიტიკოსის თქმით, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ოროცესზე განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილების მიღებისთვის ფიქრი სჭირდება და განაჩენის გამოცხადება 18 ნოემბერამდე გადაიდება.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა იკვლევს დაარღვია თუ არა ქალმა პოლიტიკოსმა თამარ ბაგრატიანის უფლება, როცა ის ფეისბუქ პოსტში ახსენეს. სასჯელი ითვალისიწნებს, როგორც პატიმრობას, ასევე ფულად ჯარიმასაც.
ირინა სარიშვილი პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ მისი საქმე შეკერელია, რადგან მისივე თქმით, საკუთარ პოსტში არსებული გარემოებები არ მიემართება კონკრეტულ ადამიანს.
"ამათთანმ არგუმენტებიც არა რის საჭირო, იმიტომ , რომ თავიადან ბოლომდე ბოდვაა ის საქმე ეხლა, რაც მე შემიკერეს. მოსამართლეს გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ფაქტია ასეთ დასასრულს ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ განაჩენის გამოცხადებას გადადებდა 18 ნოემბერამდე. ნუ მანამდე ალბათ მოსულიერდებიან, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეექმნათ დღეს. კალაძე შუა თითს უწევს მოქალქეებს და ამას საჯაროდ აკეთებს უკვე, როგორც ქალაქის მერი. სადაც ყაველაშვილი დედას იგიება დეპუტატის სკამიდან და შემდეგ ესეც ტელევიზიიიტ ისმის და მას აწიანაურებენ და პრეზიდენტად ნიშნავენ და არა ირჩევენ. ადამიანების დაძინებაზე აქვს ლაპარაკი. მე, რომ ვიგინები თან ფეისბუქში, ეს ეტყობა პირდაპირი მნიშვნელობიტ უნდა გაიგოს ყველამ. არ არის იდენტიფიცირებული არავინ, ვისაც ვითომ მივაყენე შეურწჰყოფა" - აცხადებს ირინა სარიშვილი.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge