მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა ქალმა მათ 1 წლის წინ მიმართა, რის შემდეგაც დაიწყო შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება და დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

ორგანიზაციისვე ცნობით, ხვალ, 10 ნოემბერს გადაწყდება, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.

​ერთი წლის წინ, საფარს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა. ​პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ხვალ, 10 ნოემბერს სასამართლო რისკებს შეაფასებს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა. ​საქმეზე გამოძიება გრძელდება, - წერს ორგანიზაცია.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

ინკოგნიტო ბარათები აზარტული თამაშებისთვის - სათამაშო ბიზნესმა ალტერნატიული ე.წ საგადასახადო სისტემა დანერგა

ინკოგნიტო ბარათები აზარტული თამაშებისთვის - სათამაშო ბიზნესმა ალტერნატიული ე.წ საგადასახადო სისტემა დანერგა

ტვ პირველი

სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს - პაპუაშვილი

სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს - პაპუაშვილი

ტვ პირველი

"დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიეს

"დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიეს

ტვ პირველი