კობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი "პირველების" კითხვის საპასუხიდ ამბობს, რომ "მალე ექნება" შეხვედრა რუსულ მხარესთან.
მისი თქმით, ყველა დეტალის შესახებ მედიას მიაწვდის.
რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია“.
ირკვევა, რომ მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.
ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არ ჩანაცვლდება და დარჩება ისეთად როგორიც დღეს არის.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge