კობახიძემ ჯერ არ იცის, სად შეხვდება მისი სპეცწარმომადგენელი რუსულ მხარეს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის სად შედგება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა.
რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება.
კობახიძის თქმით, მხარეები ყველა თემაზე და ყველა საკითხზე ისაუბრებენ, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.
ამ ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და 2 ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება, ეს ერთი. რაც შეეხება, ურთიერთობებს ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი, ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული… [პირველი შეხვედრა] სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება. სად იქნება, როგორ იქნება, ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს." - განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე:
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი "პირველების" კითხვის საპასუხიდ ამბობს, რომ "მალე ექნება" შეხვედრა რუსულ მხარესთან.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge