მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი პროკურატურის მიერ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის განცხადებებზე გამოძიებას არ დაწყებას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

უფლებადამცველი პირდაპირ წერს, რომ პროკურატურას და სახელისუფლებო ვერტიკალს არ აწყობს ღარიბაშვილმა ის პირები დაასახელოს, "რომლებიც მისგან არარსებული ბრალის აღიარებას მოითხოვდნენ".

კითხვა: - თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს ტყუილს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასახელებს პიროვნებას და მზადაა სხვა პირებიც დაასახელოს, ვის აწყობს ამ ტყუილის გამოაშკარავება და ობიექტური გამოძიების ჩატარება? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხვა: - თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს და შეუძლია დაასახელოს პირები, რომლებიც მოითხოვდნენ მისგან არარსებული ბრალის აღიარებას და ახდენდნენ მასზე ზეწოლას, ვის არ აწყობს და ეშინია სიმართლის გამოაშკარავების და არ უნდა უნდოდეს ობიექტური გამოძიების ჩატარება? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხვა: - თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე გამოირიცხება შიში პოლიტიკური სარჩულით დევნისა, ვის უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების საჯარობაა? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხა: - თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს პოლიტიკური განცხადებებისა და მხილებისა, ვის არ უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების დახურვა? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! როგორია მოცემულობა? პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას!!! პროკურატურა ითხოვს სასამართლო სხდომების დახურვას და სასამართლოც უკმაყოფილებს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ შუამდგომლობას! მთავარი კითხვა: ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხის უმრავლესობა როგორია? პასუხი უტყუარია- გონიერი და საღად მოაზროვნე!!! დასკვნაც მარტივია, ხომ??? პ.ს. დანარჩენი "თუები" შემდგომ... პ.ს. პ.ს. ვინც ვერ გაიგეთ, ასქროლეთ, თქვენ ვერც გაიგებდით", - წერს ლილი გელაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხზე პროკურტურა გამოძიებაა არ დაიწყებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე წარმოდგენილი გარემოებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, რის გამოც გამოძიების დაწყება სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

ტვ პირველი

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

ტვ პირველი

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ტვ პირველი

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ტვ პირველი