მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს. როგორც "პირველებს" უწყებაში განუცხადეს, პატიმარმა შიმშილობა არა რამდენიმე დღის წინ, არამედ გუშინ, მედიაში ინტერვიუს გავრცელების შემდეგ გამოაცხადა.

უწყების განმარტებით, პროტოკოლის სრული დაცვით, აფრიდონიძე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალურ საკანში, სადაც ის მარტო იმყოფება და 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა.

პენიტენციურის მტკიცებით, შესაბამისად, ინფორმაცია თანამესაკნეების თვალწინ შიმშილობით განხორციელებულ ზეწოლაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან და თითქოს ეს არის აფრიდონიძეზე ზეწოლა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რადგან ოთარ აფრიდონიძემ შიმშილობა გამოაცხადა გუშინ, მედიაში მისი ინტერვიუს გავრცელების შემდეგ და არა რამდენიმე დღის წინ, როგორც ამას ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აღნიშნავს. დადგენილი წესის შესაბამისად, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ იგი მოთავსდა მოშიმშილეთათის გამოყოფილ საკანში, სადაც განთავსებულია მარტო და იმყოფება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, რეალობას არ შეესაბამება მის მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული ბრალდება, თითქოს იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, ხოლო მისი თანამესაკნეები მის თვალწინ იკვებებოდნენ. მას, როგორც მოშიმშილეს, დაწესებულებაში ჩაუტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს პენიტენციური კოდექსითა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესით და არა მხოლოდ მსჯავრდებულის პირადი სურვილის საფუძველზე", - უთხრეს "პირვველებს" პენიტენციურში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

ტვ პირველი

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

ტვ პირველი

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ტვ პირველი

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ტვ პირველი