ტვ პირველი|tvpirveli.ge
"ლელო-ძლიერი საქართველო" მოსამართლეთა პლენუმის კითხვების პირისპირ - საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმა ტრიბუნასთან მდგარ გიორგი სიორიძეს ჰკითხა, არის თუ არა ტერორიზმში მსჯავრდებული ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმარი.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა სხდომაზე თქვა, რომ ელისაშვილი პოლიტპატიმარია და მიზეზად დაასახელა ის კვალიფიკაცია (ტერორიზმი), რომელიც პოლიტიკოსს ბრალად აქვს შერაცხული.
გიორგი სიორიძე: დღეის მდგომარეობით მას მისჯილი აქვს ტერორიზმი, წარმოუდგენელი კვალიფიკაცია. მოსამართლე რევაზ ნადარაია: კვალიფიკაციას რომ არ ეთანხმებით ეს სხვაა. გიორგი სიორიძე: კვალიფიკაციის არ დათანხმება არის სწორედკრიტერიუმი პოლიტპატიმრად შეფასების. მოსამართლე რევაზ ნადარაია: ანუ მიგაჩნია, რომ პოლიტპატიმარია? გიორგი სიორიძე: დიახ. მოსამართლე ევა გოცირიძე: ბატონო გიორგი, უდანაშაულობის პრეზუმბცია არსებობს მაგრამ, პოლიტპატიმრობის პრეზუმბციაც არსებობს? ანუ პიროვნება ითვლება პოლიტპატიმრად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ეს დებულება მივიღოთ?
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge