"ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კითხვები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების, რუსული კანონის აქციების და 2019 წლის 20 ივნისის შესახებ დაუსვა და ჰკიტხა, იყო თუ არა აღნიშნული აქციები ძალადობრივი.
სიორიძემ მოსამართლეებს უთხრა, რომ 20 ივნისის დროს, "ლელო", როგორც პარტია ჯერ არ არსებობდა, რაც შეეხება 2024 წლის აქციებს, პოლიტიკოსმა თქვა, რომ ცალკეული ძალადობის ფაქტები აღნიშნულ აქციებზე იყო, თუმცა მისი განმარტებით აღნიშნული შემთხვევები აქციას მთლიანობაში ძალადობრივად არ აქცევს.
მან ძალადობის კონტექსტში გაიხსენა "ტიტუშკების" თავდასხმა "ტვ პირველის" გამომძებელი ჯგუფზე, მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე, ასევე სხვა ჟურნალისტებზე - "ტიტუშკების" ხსენებისას მოსამარლე რევაზ ნადარაიამ სიორიძეს სიტყვა შეაწყვეტინა.
გიორგი სიორიძე: რუსული კანონის საწინააღმდეგო და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ცალკეული ძლადობრივი გამოვლინებები შეიძლება ყოფილიყო. ეს ფაქტია, ოღონდ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ აქციაზე არ იყო არანაირი ორგანიზება და იყო თვითდინებით მოსული ხალხი. ცალკეული ძალადობის შემთვევები იყო დაფიქსირებული, თუმცა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო პროვოცირებული. მე შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა აქციაზე ვიყავი - როდესაც იყვნენ ნიღბიანი ადამიანები, ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც სასსტიკად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმოამდგენლებს - მაკა ჩიხლაძეს მაგალითად და სხვებს. მოსამართლე რევაზ ნადარაია: შეკითხვას გაეცით პასუხი? გიორგი სიორიძე: დიახ, შეკითხვას ვცემ პასუხს. ჩვენი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ არანაირი ძალადობა და როდესაც გვქონია შესაძლებლობა, იმ მონაკვეთზე სადაც ვიმყოფებოდი, ყველას ვაფრთხილებდი, რომ არ უნდა ყოფილიყო არანაირი პროვოკაცია. რევაზ ნადარაია: ჰქონდა თუ არა ძალადობრივ ელემენტებს ადგილი ამ აქციაზე? გიორგი სიორიძე: შეიძლება ცალკეული გამოვლინებები იყო და ფაქტებიც არსებობს ამისი, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. რევაზ ნადარაია: რა იყო მიუღებელი. გიორგი სიორიძე: თითოეული დაპირისპირება. მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ჩენთვის არის მიუღებელი. [] გიორგი სიორიძე: ცალკეული ძალადობრივი გამოვლინებები აქციას ძალადობრივად არ აქცევს. როდესაც პიროტექნიკა არის გამოყენებული დამიზნებით ჰაერში, ცაში, ის სულ სხვა რამეა, ვიდრე კონკრეტულად დამიზნებით სროლა. დამიზნებით სროლა არს მიუღებელი. ცალკე მე ვხედავდი აქციის მონაწილეებისგან როგორ ასუფთავებდნენ ამ ყველაფერს, როდესაც დარბევა ხდებოდა, როგორ გადადიოდნენ, ემორჩილებოდნენ. ამ აქციას არ ჰყავდა ორგანიზატორი.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge