ტვ პირველი|tvpirveli.ge
ვარდების რევოლუციიდან 23 წელი გავიდა. 2003 წლის 23 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულმა ხალხმა შევარდნაძის ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტით შეცვალა. ოცდღიან პროცესის სათავეში იდგნენ ოპოზიციური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია.
პროტესტის კულმინაცია გახდა პარლამენტში დემონსტრანტების შესვლა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დანიშნა.
ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 23 ნოემბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხ თარიღადმიიჩნევს - დღედ, რომელმაც მძიმე კრიზისი შეცვალა და ახალი სახელმწიფოს აშენებას ჩაუყარა საფუძველი.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge