
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამ ეტაპზე, კვლავ კლინიკაში რჩება 3 წლის თაია.
2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულები არიან:
38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვილი, 7 წლის ნუცა ფხალაძე; ოჯახის ერთი წევრი, 3 წლის თაია, რომელმაც ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა, მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი შვილი, 6 წლის არიანა რისტიჩი; 55 წლის ლალი შიშმანაშვილი; 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge