
„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დებატები გაიმართება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ამ სახელწოდების რეზოლუციის პროექტზე 25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.
ინფორმაცია უკვე აიტვირთა ევროპარლამენტის ვებგვერდზე - განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.
ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული, რომელიც 26 ნოემბერს შედგება.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge