მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა
ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

ტვ პირველი24 ნოემბერი, 2026, 11:46|tvpirveli.ge

თიბისიმ ზესტაფონში განახლებული ფილიალი გახსნა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს თანამედროვე, კომფორტულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს, სადაც საბანკო მომსახურების მიღება კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ფილიალში ხელმისაწვდომია სრული საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და ბიზნეს მომსახურება, პირადი ბანკირის სერვისი და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24/7 თვითმომსახურების სივრცე.

ფილიალის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და თიბისის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ზესტაფონს ძლიერი სამრეწველო ისტორია და აქტიური ბიზნესგარემო აქვს. ქალაქის მსხვილ საწარმოებს ათწლეულებია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. პარალელურად ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმეები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც განსხვავებული საჭიროებები და მიზნები აქვთ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანისთვის იყოს სანდო და სრულფასოვანი პარტნიორი, რომელიც მათ საჭიროებებს უპასუხებს, საქმიანობის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება.

ზესტაფონის ფილიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მომხმარებელზე ზრუნვის კატეგორიაში საუკეთესო სტატუსის მოპოვებაა. ეს აღიარება ზესტაფონის გუნდმა, თიბისის შიდა ნომინაციაში, სულ ახლახან მიიღო, რაც ხაზს უსვამს - გუნდის პროფესიონალიზმს, მომსახურების მაღალ ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.

თიბისი რეგიონებში მომსახურების ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა თანამედროვე საბანკო სერვისები კიდევ უფრო მეტი ადამიანისა და ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ოცნების" პროპაგანდისტების კამპანია მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ - რა აჩვენა ISFED-ის კვლევამ

"ოცნების" პროპაგანდისტების კამპანია მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ - რა აჩვენა ISFED-ის კვლევამ

ტვ პირველი

კომენტარებში ჩემზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას "ოცნების" წევრი გეგმავდა - თორნიკე რაზმაძე

კომენტარებში ჩემზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას "ოცნების" წევრი გეგმავდა - თორნიკე რაზმაძე

ტვ პირველი

ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

ტვ პირველი

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ჩადის

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ჩადის

ტვ პირველი