ორიგინალი
„ეკომეგობრული აჭარა“ - რეგიონში 64 ტონა ელექტრონარჩენი შეაგროვეს, კამპანიაში 36 სკოლა მონაწილეობდა
აჭარის ტელევიზია·10:51

„ეკომეგობრული აჭარა“ - რეგიონში 64 ტონა ელექტრონარჩენი შეაგროვეს, კამპანიაში 36 სკოლა მონაწილეობდა

27 ნოემბერი, 2026 · 10:51

აჭარაში ელექტრონარჩენების შეგროვების კამპანიის ფარგლებში 64 ტონა ნარჩენი შეგროვდა. პროექტში რეგიონის 36 სკოლა მონაწილეობდა. კამპანიის შედეგებსა და მოსწავლეების ჩართულობაზე საქართველოს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის „ვეისთლესის“ თავმჯდომარემ, გიორგი გულიაშვილმა, გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

„ახალგაზრდების იმედი ყოველთვის გვაქვს, მაგრამ შედეგმა ბოლო დღეს ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. ასეთი აქტიურობა არ გვქონდა ნავარაუდევი. ძალიან გვიხარია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ფაქტობრივად, ეს ორი კვირა გარემოზე ზრუნვას მიუძღვნეს. ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.

მისი თქმით, აჭარის შედეგი განსაკუთრებით შთამბეჭდავია კახეთის (47 ტონა) ფონზე, თუმცა მთავარ გამოწვევად კვლავ ცნობიერების დაბალი დონე რჩება. ელექტრონარჩენები ხშირად სახლებში ინახება, ჯართში ხვდება ან გარემოს აბინძურებს.

„ჩვენ არ გვქონდა ნარჩენების სწორად დახარისხების კულტურა და დღესაც ხშირად ხდება, რომ ასეთი ნივთები ჯართის ჩასაბარებელ პუნქტებში ხვდება ან წლების განმავლობაში სახლში ინახება. ამიტომ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კამპანიაც სწორედ ამას ემსახურებოდა. ელექტრონარჩენი ცალკე უნდა შეგროვდეს და არ უნდა მოხვდეს საყოფაცხოვრებო ნაგავში. ის შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც გარემოში მოხვედრის შემთხვევაში საფრთხეს ქმნის. ჩვენი ორგანიზაცია ამ ტიპის ნარჩენებს აგროვებს და შესაბამისი სტანდარტების დაცვით გადაამუშავებს. სახიფათო ნივთიერებების ამოღება და დამუშავება სპეციალური წესით ხდება“, - განმარტა გიორგი გულიაშვილმა.

მისივე თქმით, ელექტრომოწყობილობების ჩაბარება დაახლოებით 500 პუნქტშია შესაძლებელი, შემდეგ კი ნარჩენებს საწყობებში აგროვებენ და შესაბამის საწარმოებში სპეციალური წესით ამუშავებენ.

კამპანიის ფარგლებში სკოლებს შორის კონკურსიც გაიმართა. ყველაზე მეტი ელექტრონარჩენის შემგროვებელი სკოლებისთვის საპრიზო ფონდი განისაზღვრა: პირველ ადგილზე გასული სკოლა 7 000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული - 5 000-ს, ხოლო მესამე - 3 000 ლარს. მოსწავლეებისთვის ასევე ჩატარდა საგანმანათლებლო ვიდეოების კონკურსი.

28 ნოემბერს ბათუმის სპორტის სასახლეში კამპანიის დასკვნითი ეკოფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები, გაიმართება დაჯილდოება და კონცერტი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. „ეკომეგობრული აჭარა“ - რეგიონში 64 ტონა ელექტრონარჩენი შეაგროვეს, კამპანიაში 36 სკოლა მონაწილეობდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·12:28

248 ფაილი და 2 000-ზე მეტი გვერდი – USAID-ის საქმიანობის შესახებ გასაჯაროებულ მასალებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ

248 ფაილი და 2 000-ზე მეტი გვერდი – USAID-ის საქმიანობის შესახებ გასაჯაროებულ მასალებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ
აჭარის ტელევიზია·12:22

თურქული მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ესაუბრნენ

თურქული მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ესაუბრნენ
აჭარის ტელევიზია·12:20

„ბეშიქთაში“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„ბეშიქთაში“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
აჭარის ტელევიზია·12:15

უეფა ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

უეფა ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.