ორიგინალი
უეფა-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ
აჭარის ტელევიზია·19:30

უეფა-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ

27 ნოემბერი, 2026 · 19:30

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (უეფა) ევროპა ლიგის შეხვედრებზე – „მარსელსა“ და სოფიის „ლევსკის“, ასევე „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

უეფა ძალადობის ფაქტებს მკაცრად გმობს და აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ იუწყება.

„უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის მძიმე შემთხვევებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებიც 2026 წლის 26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩების დროს მოხდა.

ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციული, დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი ფეხბურთში არ არის. უეფა-ს ტურნირები პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება.

აღნიშნულ მატჩებზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფა-ს წესდებით განსაზღვრულ მიზანს, რომელიც საფეხბურთო მატჩების მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით ჩატარებას გულისხმობს.

უეფა-მ ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებენ და უეფა-ს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას შეისწავლიან.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. უეფა-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ

თემა: მატჩის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • რუსთავი 2·19:55
    UEFA-ს განცხადებით, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ
  • ამბები.ge·19:35
    UEFA ბათუმში, “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
  • ტვ პირველი·18:45
    უეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
  • იმედი·17:29
    ნიკა გვარამია ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე: უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან
მატჩისმომხდარ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·18:13

აჭარის მწერალთა სახლში პოეტსა და მუსიკოსს, ირინა ხინიკაძეს უმასპინძლეს - შეხვედრა პროექტ „მწერლის საათის“ ფარგლებში გაიმართა

აჭარის მწერალთა სახლში პოეტსა და მუსიკოსს, ირინა ხინიკაძეს უმასპინძლეს - შეხვედრა პროექტ „მწერლის საათის“ ფარგლებში გაიმართა
აჭარის ტელევიზია·18:00

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს
აჭარის ტელევიზია·17:56

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
აჭარის ტელევიზია·17:49

"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში

"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.