„ჯანდაცვის ფორუმი - 2026" აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა
„ჯანდაცვის ფორუმი - 2026“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა. მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა, შეაჯამა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებებით მიღწეული შედეგები და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
სამინისტროს ცნობით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წელს 97 მილიონ ლარს მიაღწია.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია. საპატიო ჯილდო ხუთ ექიმსა და ორ ექთანს გადაეცა პროფესიული საქმიანობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
