გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ „ნიურნბერგი“ დაამარცხა - ბუდუ ზივძივაძემ გოლი გაიტანა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ „ნიურნბერგი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი გაატარა მოედანზე და მეტოქის კარი 61-ე წუთზე აიღო. ბუდუსთვის ეს იყო გოლი ზედიზედ მესამე მატჩში.
ზივზივაძეს 11 თამაშში უკვე 6 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირობისთვის ბრძოლაშია ჩართული, სადაც ლიდერებს 7-7 გოლი აქვთ გატანილი.
„ჰაიდენჰაიმმა“ ორთვენახევრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა და 19 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურის შეხვედრას კი 6 დეკემბერს, „ზანკტ პაულისთან“ გამართავს.
