ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ ფარგლებში, ფესტივალის ჟიური მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა
საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ ფარგლებში, ფესტივალის ჟიური მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.ჟიურის წევრებმა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.
ცნობისთვის, ფესტივალისთვის ეს მეხუთე საიუბილეო წელია, რომლის ფარგლებშიც სასკოლო თეატრალური დასები, როგორც საკონკურსო, ისე, არასაკონკურსო სპექტაკლებს წარმოადგენენ.
"პირველი ავტოგრაფი" 2021 წლიდან ტარდება და მისი მიზანი მოზარდებში სამსახიობო ოსტატობის აღმოჩენაა. ფესტივალის არსებობის ხუთი წლის განმავლობაში მასში სხვადასხვა სკოლის 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალია“, ფინანსური მხარდამჭერი კი ბათუმის მერია.
