ორიგინალი
ტაივანში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს
აჭარის ტელევიზია·15:02

ტაივანში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

28 ნოემბერი, 2026 · 15:02

ტაივანში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა ქალაქების მერებსა და ოლქების ახალ ხელმძღვანელებს ირჩევს.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები პირდაპირ გავლენას არ მოახდენს ჩინეთთან პოლიტიკაზე, კუნძულის გარშემო გააქტიურებულია ჩინეთის სამხედრო ძალა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულის გარშემო ჩინეთის 33 სამხედრო თვითმფრინავი და რვა სამხედრო გემი დააფიქსირეს.

მთავარი ბრძოლა დედაქალაქ ტაიპეის მერობისთვის მიმდინარეობს, სადაც მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატს, პუმა შენს, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „კუომინტანგის“ (KMT)„ წარმომადგენელი, მოქმედი მერი ჩიანგ ვან-ანი უპირისპირდება, რომელიც პეკინთან მჭიდრო კავშირებს ემხრობა.

„როიტერის“ ცნობით, ჩინეთი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, „სეპარატიზმის“ ბრალდებით პუმა შენის მიმართ ძებნას აწარმოებს. პარასკევს ჩინეთის სახელმწიფო მედიაში განაცხადეს, რომ პუმა შენმა აშშ-ისგან ფული აიღო, ვაშინგტონი კი ტაივანის არჩევნებში „უკიდურესად ფარული მეთოდებით ღრმა ჩარევისთვის“ დაადანაშაულეს.

„როიტერი“ წერს, რომ დღევანდელი კენჭისყრის დასრულებისთანავე პარტიები მზადებას 2028 წლის დასაწყისში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებენ. მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტე, რომელსაც პეკინი „სეპარატისტს“ უწოდებს, მეორე ვადით იყრის კენჭს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ტაივანში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·15:42

ნიკოლოზ სამხარაძე: დანიურ მხარესთან საუბარი გვქონდა იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს ევროკავშირთან მიმართებით, ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი ყოველთვის საჭიროა

ნიკოლოზ სამხარაძე: დანიურ მხარესთან საუბარი გვქონდა იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს ევროკავშირთან მიმართებით, ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი ყოველთვის საჭიროა
აჭარის ტელევიზია·15:12

ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა
აჭარის ტელევიზია·15:06

ავღანეთში სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 99-მდე მოსწავლე

ავღანეთში სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 99-მდე მოსწავლე
აჭარის ტელევიზია·15:03

გივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ

გივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.