ორიგინალი
ისრაელის ელჩი: სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს
აჭარის ტელევიზია·17:04

ისრაელის ელჩი: სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს

28 ნოემბერი, 2026 · 17:04

ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმები, წაქეზება, დაშინება, უეფას წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია და ასევე უპასუხისმგებლობაა მათი არ დაგმობა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელში წერს.

ელჩის თქმით, როდესაც ისრაელის კლუბის მონაწილეობით გამართული მატჩის ირგვლივ ძალადობა იფეთქებს, უპირველესი მოვალეობა გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმები, წაქეზება, დაშინება, უეფას წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია და ასევე უპასუხისმგებლობაა მათი არ დაგმობა. ყველასთვის ნათელია და კარგად არის დოკუმენტირებული, რომ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი ბათუმში, საქართველოში, ისროლეს საგნები, დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს და დაშავდა სამი პოლიციელი, რასაც 16 ადამიანის დაკავება მოჰყვა. ეს დაიწყო ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობის დროს, რომ აღარაფერი ვთქვათ მიუღებელ სლოგანებსა და გამოფენილ ბანერებზე. როგორც ელჩი, ძალიან შეშფოთებული ვარ მშვიდობიანი ისრაელელი გულშემატკივრების უსაფრთხოებითა და სიცოცხლით, რომლებმაც გრძელი გზა გამოიარეს ბათუმამდე, „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დასასწრებად. ისინი მხოლოდ თავიანთი გუნდის გასამხნევებლად ჩამოვიდნენ. როდესაც ისრაელის კლუბის მონაწილეობით გამართული მატჩის ირგვლივ ძალადობა იფეთქებს, უპირველესი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს გულშემატკივრები უსაფრთხოდ იყვნენ“, – განაცხადა ვალიდ აბუ ჰაიამ.

როგორც ვალიდ აბუ ჰაიამ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობა საუკეთესოდ მიიღწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, ძალადობის უარყოფით და არა მისი დაცვით.

„„ბეშიქთაშის“ ექსტრემისტული გულშემატკივრების ქცევისთვის „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“, – ამის წოდება სამართლიანად აღწერს სპორტული ღონისძიების ასეთი ძალადობრივი დარღვევის ბუნებას და ეს არ არის იურიდიული ბრალდება. სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს. როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ ადგილს აგრესიის სცენად აქცევენ, დუმილი ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობა საუკეთესოდ მიიღწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, ძალადობის უარყოფით და არა მისი დაცვით“, – წერს საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ისრაელის ელჩი: სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·17:23

ჟან-ლუკ მელანშონი: საფრანგეთი არ იქნება არც ამერიკელების მხარეს და არც ვინმე სხვის მხარეს, ჩვენ არ გვინდა ომი ჩინეთთან, რადგან გამარჯვებას ვერ შევძლებთ

ჟან-ლუკ მელანშონი: საფრანგეთი არ იქნება არც ამერიკელების მხარეს და არც ვინმე სხვის მხარეს, ჩვენ არ გვინდა ომი ჩინეთთან, რადგან გამარჯვებას ვერ შევძლებთ
აჭარის ტელევიზია·16:54

კახა კალაძე: საქართველო ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს

კახა კალაძე: საქართველო ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს
აჭარის ტელევიზია·15:54

ჯუნიორთა შორის კალათბურთში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს

ჯუნიორთა შორის კალათბურთში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
აჭარის ტელევიზია·15:51

ირანის პარლამენტის წევრი ალი ჰადადი: ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება, თუ ირანს კვლავ დაესხმება თავს

ირანის პარლამენტის წევრი ალი ჰადადი: ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება, თუ ირანს კვლავ დაესხმება თავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.