ორიგინალი
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს
აჭარის ტელევიზია·11:54

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს

29 ნოემბერი, 2026 · 11:54

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან, გადი ეიზენკოტთან როტაციის პრინციპით გაინაწილოს. ამასთან, ნეთანიაჰუ მზად არის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თავდაპირველად ეიზენკოტს დაუთმოს.

ნეთანიაჰუს თქმით, ის ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიას, „ლიკუდს“ ხელმძღვანელობს, რომელმაც არჩევნებში ეიზენკოტის პარტიაზე ოთხჯერ მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტი თავდაპირველად ოპონენტს დაუთმოს.

„ეგზისტენციალური საფრთხის მასშტაბისა და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელსაც ამ საფრთხესთან გამკლავება არ შეეძლება, ლიდერობა მოითხოვს, ყველაფერი გვერდზე გადავდო, მათ შორის, ყველაზე დიდი პარტიის პრინციპიც. მზად ვარ, დავთანხმდე, რომ გადი ეიზენკოტი პირველი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მე კი მისი უფლებამოსილების ვადის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვიქნები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირეებმა 120-ადგილიან პარლამენტში 53 მანდატი მოიპოვეს. მის მოწინააღმდეგე პარტიათა კოალიციამ, რომელსაც გადი ეიზენკოტის პარტია „იაშარი“ ხელმძღვანელობს, 48 მანდატი მიიღო, არაბულმა პარტიებმა კი, ჯამში, 19 მანდატი მოიპოვეს.

8 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პარტია „იაშარის“ ლიდერს, გადი ეიზენკოტს მთავრობის ფორმირება დაავალა. მას ამისთვის 42 დღე აქვს. ​ეიზენკოტი მთავრობის ჩამოყალიბებას თუ ვერ შეძლებს, პრეზიდენტი კოალიციის ფორმირების შესაძლებლობას ნეთანიაჰუს მისცემს. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ნეთანიაჰუ მოახერხებს მთავრობის ფორმირებას, აღნიშნული შესაძლებლობა კიდევ ერთ კანდიდატს მიეცემა. მისი წარუმატებლობის შემთხვევაში კი ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება.

10 ნოემბერს ისრაელის პარლამენტის წევრებმა ახალი მთავრობის ფორმირების გარეშე დადეს ფიცი, რადგან არჩევნებიდან დღემდე ვერცერთმა პოლიტიკურმა მხარემ კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას კვლავ ბენიამინ ნეთანიაჰუ შეასრულებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს

თემა: მინისტრი

ამ თემას 25 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ფორმულა·02:31
    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება
  • აიპრესი·22:57
    ბენიამინ ნეთანიაჰუ: მზად ვარ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დავუთმო
  • იმედი·22:44
    პრემიერ-მინისტრი: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
  • რუსთავი 2·19:09
    სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·12:16

მედიის ინფორმაციით, ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები

მედიის ინფორმაციით, ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები
აჭარის ტელევიზია·11:59

გადი ეიზენკოტი: ნეთანიაჰუს პარტია თუ მზად იქნება ნამდვილი ერთიანობისთვის, მზად ვარ, მომდევნო 24 საათში შევაფასო მისი განზრახვების სერიოზულობა

გადი ეიზენკოტი: ნეთანიაჰუს პარტია თუ მზად იქნება ნამდვილი ერთიანობისთვის, მზად ვარ, მომდევნო 24 საათში შევაფასო მისი განზრახვების სერიოზულობა
აჭარის ტელევიზია·11:48

ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს

ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს
აჭარის ტელევიზია·11:44

„ვაშინგტონ პოსტი“: ირანმა აშშ-ის ძალებზე იერიშებისთვის „სტარლინკი“ გამოიყენა

„ვაშინგტონ პოსტი“: ირანმა აშშ-ის ძალებზე იერიშებისთვის „სტარლინკი“ გამოიყენა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.