ორიგინალი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე
აჭარის ტელევიზია·12:46

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე

29 ნოემბერი, 2026 · 12:46

საერთაშორისო ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები, ასევე, სამომავლო გეგმები შეაჯამა საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" საუბრისას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წარსული გამოცდილებით ევროპამ შეძლო სწორ გზაზე დგომა და ასეთ შემთხვევაში მოლოდონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

პრემიერმა, ასევე, ისაუბრა განათლების რეფორმაზე და მედიკამენტების ფასებზე. მისი განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლების რეფორმაზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე.

„რაც შეეხება საჯარო სკოლებს - ჩემი ბავშვებიც დადიან კერძო სკოლაში, თავიდანვე კერძო სკოლაში შევიყვანე და ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ რა: ჩვენ სწორედ ამიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს განათლების რეფორმაზე, ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით. ამას ძალიან მკაფიოდ ვამბობთ. ეს პრობლემები დაგროვდა დიდი ხნის განმავლობაში - 90-იან წლებში, შემდეგ კიდევ 10 წელი იყო და ასევე, ჩვენ აღიარებით გამოვედით იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სადმე გვქონდა მცირე პროგრესი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ განათლების სისტემა. ამიტომ ცალკე გამოვედით უმაღლესი განათლების რეფორმის ინიციატივით, ცალკე გამოვედით ზოგადი განათლების რეფორმის ინიციატივით. ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე", - აღნიშნა კობახიძემ.

მდეიკამენტების ფასებზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ წამლის ფასებზე მიღებული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ზომები.

„ხელისუფლებას რითაც შეეძლო ამ სფეროში ჩარევა, ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა და ეს არის ე.წ. რეფერენტული ფასები, რომლითაც მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა. ერთადერთი ქმედითი ზომა, რაც შეეძლო მიეღო ხელისუფლებას ამ სფეროში, იყო სწორედ რეფერენტული ფასების დადგენა და შემოღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე

თემა: კობახიძე

ამ თემას 25 ქართული წყარო აშუქებს — სულ 287 სტატია.

  • აიპრესი·12:28
    ირაკლი კობახიძე: როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
  • ალია·11:51
    კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
  • კომერსანტი·10:30
    წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები - ირაკლი კობახიძე
  • Lლიბერალი·06:21
    კობახიძე დემოგრაფიულ გამოწვევებზე: მძიმე ტენდენციები შობადობაში და მიგრაციის დადებითი ცვლილება
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·13:09

ბათუმში FIDE-ს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა

ბათუმში FIDE-ს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
აჭარის ტელევიზია·13:07

ბენიამინ ნეთანიაჰუ და გადი ეიზენკოტი არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად მოლაპარაკებებს გამართავენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ და გადი ეიზენკოტი არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად მოლაპარაკებებს გამართავენ
აჭარის ტელევიზია·12:55

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თეატრალური წარმოდგენა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თეატრალური წარმოდგენა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა
აჭარის ტელევიზია·12:52

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხზე მსჯელობა ხვალ განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხზე მსჯელობა ხვალ განახლდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.