ოპოზიციის საპროტესტო აქციის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და აქციის ორგანიზატორებს შორის დაპირისპირების ახალი კერა გაჩნდა
თბილისში გუშინ გამართული ოპოზოციის საპროტესტო აქციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და აქციის ორგანიზატორებს შორის დაპირისპირების ახალი კერა გაჩნდა.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აქციაზე მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ბანერის გამოჩენა გააპროტესტეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ არ მიეცათ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.
ანა წითლიძის ბრალდებებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს, რომელიც ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი სცენაზე არ იყო.
