ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ, გავჩერდეთ იქ, სადაც ვდგავართ, შეწყდეს ცეცხლი შეხების ხაზთან, ეს ძალიან დიდი კომპრომისია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის შეხების ხაზთან ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლისთვის. ამის შესახებ მან Al Jazeera English-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალიან დიდი კომპრომისია უკრაინის მხრიდან.
„ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის, გავჩერდეთ იქ, სადაც ვდგავართ. ვამბობთ, შეწყდეს ცეცხლი შეხების ხაზთან. არის თუ არა ეს კომპრომისი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კვლავინდებურად დიდ გავლენას ფლობს, რათა ომის შესაჩერებლად იპოვოს გზა.
