“4 დღე მაწამებდნენ, – პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო” – დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ მისი საკანში ცემის ჩაფარცვაში პროკურატურა მონაწილეობდა. ადანაშაულებს – სკანდალური
პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მინაწილე იყო, ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო, პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა. ყველა ჩემი საკნიდან გაყვანა კი კონტროლდებოდა, ყიფიანი მობილურით კავშირზე იყო და იცოდა, ადვოკატს რას ველაპარაკებოდი. წარმოიდგინეთ, თუკი ვინმე ჩემს საკანში ან სიახლოვეს იჯდა, ყველა ქართველი გადაიყვანეს, მხოლოდ აზერბაიჯანელები შემოასახლეს, რომ ენის ბარიერი ყოფილიყო და ვერავისთვის მიმეწვდინა ხმა, ლანგარზე მიართვეს ჩემი თავი და ამაში პროკურატურა ხელს უწყობდა. ახლა რატომ მიკრძალავს პროკურატურა ჩემს ოჯახთან კონტაქტს? რამაზ ფირცხალავა, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, მისი მოადგილე თანამდებობაზეა. ჩემმა ძმამ თვითდაზიანებები მიიყინა, სულ შავი ვიყავი ბატონო მოსამართლე, თანამშრომლები ამაში ჩართულები იყვნენ. ჩემმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, გამოიყვანეთ საკნიდანო, ხმალაძე მოადგილე იყო, ვინც ჩემს ძმას ეუბნებოდა, დამშვიდდი, არაფერი ჭირსო და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს. პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე [პატარიძე,ფირცხალავა] და მე, ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ. მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? პროკურატურა ხელს უწყობს თავისი ინდიფერენტულობით. მინდა გაიგოთ, რომ მე მაწამეს და 4 დღე მაწამებდნენ, ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო. იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?”, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.
გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებებით ის კლინიკაში იყო მოთავსებული.
ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა: ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
ბრალდება იგივე საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას ედავება.
