“ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ. ტყვეებს აშიმშილებდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ● 2008 წელს, რუსებმა 408 ქართველი მოგვიკლეს. აქედან, 224 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო, 14 პოლიციელი. ● მოკლულთა გარდა, დაშავდა 2232 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაიკარგა- 30 ● წაგვართვეს 151 სოფელი. ბევრი მათგანი მიწასთან გაასწორეს. ● ომის მერე, ათეულობით კილომეტრის მავთულხლართი გაავლეს დამატებით. ● მცოცავი ოკუპაციის შედეგად ასეულობით ჰექტარი მიწა მიიტაცეს. ● 2008 წელს, რუსების გამო 192 000 ადამიანს საცხოვრისის იძულებით შეცვლა მოუწია. ● 30 000-მდე ადამიანი / 10 000-მდე ოჯახი დევნილად აქციეს. ● 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი. ● არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს. ● დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია 17 ჩვენი მოქალაქე. ● ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აკრძალეს ქართული ენა. ● 2009-2023 წლებში საოკუპაციო ძალებმა საზღვრისპირა სოფლებიდან 1500-მდე ადამიანი, მათგან 175 ქალი და 42 ბავშვი გაიტაცეს. ● 2018 წელს, რუსების დაფინანსებული პროგრამით, 268 სახლს ბულდოზერით გადაუარეს. მათ ადგილას სამხედრო ბაზა და საცხოვრებლები ააშენეს. ● დაანგრიეს ქართული ეკლესიები. ❗️რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მტერი❗️
