დიმიტრი პესკოვი – ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა
ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა ახლა სრულ უფრო მეტად მტრულ გარემოცვაში არსებობს, ამიტომ ბირთვული ტრიადა ჩვენი უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის ბირთვული შეიარაღება თავის მნიშვნელობას ყოველდღიურად ადასტურებს.
„ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბირთვული ტრიადა ყოველდღიურად ადასტურებს საკუთარ მნიშვნელობას, ამის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია“, – აღნიშნა პესკოვმა.
