“ივანიშვილის გადაფსიხება რუსეთის მხრიდან ფარცხალაძე-ფიფიას პროექტის ჩაშვებას უნდა უკავშირდებოდეს” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
ვისაც ის გგონიათ, რომ ივანიშვილი რუსეთს ღვინის კომპანიების დასანქცირებისთვის გაუბრაზდა, მაშინ ისიც უნდა დაიჯეროთ, რომ გიორგი კვრიკაშვილი „იუნისეფის“ დასკვნის გამო მოხსნეს.. ივანიშვილის გადაფსიხება ეს სავარადოდ რუსეთის მხრიდან ფარცხალაძე-ფიფიას პროექტის ჩაშვებას უნდა უკავშირდებოდეს. როგორია, ივანიშვილი ხარ, ამხელა ოლიგარქი, საქართველოს ერთპიროვნული მმართველი, რუსეთისთვის რომ გესიამოვნებინა ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობა საბოლოოდ გაიფუჭე და ამ დროს რუსეთი საქართველოში პარალელურ პროექტს ააქტიურებს ფარცხალაძე-ფიფიას სახით. გაგრძნობინებს, რომ ბოლომდე არ გენდობა და თუ დაჭირდა ფსონს სხვაზე დადებს. მარტივად შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ზურაბაშვილს ივანიშვილისგან დავალებული ქონდა სწორედ ფარცხალაძე-ფიფიას ჩახსნაზე ელაპარაკა რუსებთან, მაგრამ რუსებმა სავარაუდოდ იქეთ წაუყენეს პრეტენზიები ბუნებრივია, ყველასთვის ცხადია, რომ ქართული კომპანიების დასანქცირება რუსეთის მხრიდან სადამასჯელო ღონისძიებაა და ამას არანარი კავშირი არ აქვს არც ღვინის ხარისხთან, არც ანტირუსულ რიტორიკასთან და არც უკრაინის დაფინანსებასთან. შალვა პაპუაშვილმა თქვა დღეს: უკრაინას მართლა რომ აფინანსებენ და ანტირუსულ რიტორიკაში რეკორდებს ხსნიან, იმ ქვენებიდან ჩვენზე მეტი ღვინო შედის და მათ არ ასანქციებს ამის გამო რუსეთიო და მაგალითად ევროკავშირის ქვეყნები მოიყვანა, თან ყველაზე ანტირუსულად განწყობილი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. რუსეთი ესტონურ ღვინოს რომ მიიღებს და ქართულს დაასანქცირებს, კი მიხვდები რომ რაღაც სხვაშია საქმე. შესაბამისად პირველი კითხვა ეს უნდა დავსვათ: რუსეთი რატომ გაუბრაზდა ივანიშვილს? რის გამო სჯის მას? რა არ შეუსრულა რუსეთს? მე არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ივანიშვილისგან ახლა პირდაპირ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღირებას ითხოვს, ამისთვის ძალიან ადრეა. დასანქცირების მიზეზი არც თავდაუსხმელობის ხელშეკრულების არგაფორმება უნდა იყოს რადგან ეს საკითხი წლებია დგას, რუსეთი წლებია ითხოვს და ეს მოთხოვნა ფორმალობად იქცა უკვე. შეიძლება რუსეთის ზეწოლის მიზეზი რკინიგზის თემაა. „პუტინის გზა“ ალბათ მომხიბვლელად ჟღერს რუსებისთვის „ტრამპის გზის“ საპირწონედ. რკინიგზის საკითხიც წლებია დგას, მაგრამ კავკასიაში „ტრამპის გზის“ მშენბლობის დაწყების მერე რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები უნდა გდადგას და აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა სომხეთისკენ და ირანისკენ, აქ საუკეთესო პასუხი იქნებოდა. ივანიშვილმა თამასა ძალიან მაღლა ასწია: დაპირისპირება კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოიტანა, განცხადებები გააკეთებინა მომლაპარაკებლებეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ამიტომ ახლა რუსეთსაც საჯაროდ მოუწევს პასუხის გაცემა. საინტერესოა, როგორი იქნება ეს პასუხი
