ორიგინალი
,,კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - განცხადება
ალია·23:07

,,კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - განცხადება

29 ნოემბერი, 2026 · 23:07

,,პარტია „ახალი“, როგორც გუშინდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საჭიროდ მივიჩნევთ, განცხადება გავაკეთოთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით” – წერს ,,ახალი” და ვრცელ განცხადებას აქვეყნებს:

,,უპირველეს ყოვლისა, გუშინდელი აქცია უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა და იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი არა თუ აგრძელებს პროტესტს, არამედ იბრძვის საბოლოო გამარჯვებისთვის და უკან არ იხევს, ვიდრე არ მიაღწევს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“!

დღეს, ნებისმიერი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ამ მიზანს გვაშორებს და ერთიანი ბრძოლის იდეას აზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს პარტიულ პოზიციას და იმ პოლიტიკური ერთობის მიზნებს, რომლის წევრებიც ვართ, მათ შორის, ოპოზიციის ალიანსის.

კონკრეტულად გუშინდელ საკითხს რომ მივუბრუნდეთ და დაინტერესებული ადამიანების ლეგიტიმური ინტერესი დავაკმაყოფილოთ, განვმარტავთ, რომ:

პირველი: ბანერები ყველა პოლიტპატიმრისთვის თავისუფლების მოწოდების შესახებ არის მართებული;

მეორე: ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან, არის მიუღებელი.

მესამე: როდესაც აქცია იკრიბება განაცხადით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, დაუშვებლად მიგვაჩნია, აქციის მონაწილეთა მთავარი მისწრაფებიდან პარტიულად ორგანიზებული გადახვევა, განსაკუთრებით, ალიანსის დანარჩენ წევრებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

მეოთხე: გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ალიანსის დანარჩენი წევრების უპატივცემლობა.

პარტია „ახალი“ არ არის ორიენტირებული პოლიტიკურ უთანხმოებაზე. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება გვაშორებს მთავარ მიზანს. პარტიული კონკურენცია უნდა გადავდოთ იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები. ეს კი მხოლოდ მაშინ მიგვაჩნია შესაძლებლად, როდესაც ჩვენი ერთიანი ბრძოლის შედეგად მივაღწევთ „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. ,,კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - განცხადება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·22:33

,, ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა, მაგრამ იმ სტატუსით, რითაც დღესაა, რასაც აღწევს ვერ ხედავთ?!” – ირინა სარიშვილი

,, ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა, მაგრამ იმ სტატუსით, რითაც დღესაა, რასაც აღწევს ვერ ხედავთ?!” – ირინა სარიშვილი
ალია·22:22

,, ხომ უნდა მიხვდეთ, რომ ამათ ფული არ უნდა გადაუხადოთ?” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

,, ხომ უნდა მიხვდეთ, რომ ამათ ფული არ უნდა გადაუხადოთ?” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე
ალია·20:51

„ამასობაში გაირკვა, რომ ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა“ – ანა წითლიძე

„ამასობაში გაირკვა, რომ ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა“ – ანა წითლიძე
ალია·18:30

,,ფედერალისტები” 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ

,,ფედერალისტები” 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.