ორიგინალი
რუსეთის იერიშებს ოდესასა და ზაპოროჟიეში ორი ქალი ემსხვერპლა
ალია·11:53

რუსეთის იერიშებს ოდესასა და ზაპოროჟიეში ორი ქალი ემსხვერპლა

29 ნოემბერი, 2026 · 11:53

29 ნოემბრის ღამეს, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, ოდესასა და ზაპოროჟიეში ორი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 14 წლის გოგო.

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილო სემიკინის ინფორმაციით, რუსეთის იერიშის შედეგად ქალაქში ერთი ქალი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 14 წლის გოგო, რომელიც ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ოდესის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის ცნობით, რუსეთის ღამის იერიშს ქალაქში ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წლის სექტემბერში რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია გამოაცხადა.

რუსეთი რეგულარულად უტევს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ დაბომბვას. ომის შედეგად ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. რუსეთის იერიშებს ოდესასა და ზაპოროჟიეში ორი ქალი ემსხვერპლა

თემა: ემსხვერპლა

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • ფრონტნიუსი·19:17
    ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • ინფო 9·19:15
    კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა
  • პალიტრა ნიუსი·19:04
    ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
  • კვირის პალიტრა·18:56
    "ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა" - ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ემსხვერპლა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·11:51

კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%

კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
ალია·11:47

მოსკოვსა და მის მიმდებარე რეგიონებს 500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია

მოსკოვსა და მის მიმდებარე რეგიონებს 500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია
ალია·11:39

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ალია·11:13

როგორი ამინდი იქნება 29 ნოემბერს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 29 ნოემბერს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.