ორიგინალი
"საქართველოს უჭკუო ხელისუფლებამ ყველა ეს საფრთხე ბათუმს დაატეხა თავზე!" - ირაკლი მელაშვილი
ალია·03:11

"საქართველოს უჭკუო ხელისუფლებამ ყველა ეს საფრთხე ბათუმს დაატეხა თავზე!" - ირაკლი მელაშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 03:11

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ამას ხომ მოფიქრება უნდოდა! თურქეთსა და ისრაელს შორის არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, უეფამ მიიჩნია, რომ სტამბოლში თამაშის ჩატარება მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ თავად აცნობა უეფას, რომ სტამბოლში მატჩის მასპინძლობას ვერ შეძლებდა. ფაქტობრივად რა საფრთხეებსაც გაექცა თურქეთის ხელისუფლება, როცა უარი თქვა სტამბოლში მატჩის ჩატარებაზე, საქართველოს უჭკუო ხელისუფლებამ ყველა ეს საფრთხე საკუთარი გადაწყვეტილებით ბათუმს დაატეხა თავზე! საქართველოს ხელისუფლების თანხმობა ამ თამაშის თურქეთის საზღვიდან 30 კილომეტრში, ბათუმში ჩატარებაზე, იყო სრული უპასუხისმგებლობა და პრაქტიკულად საკუთარ ტერიტორიაზე არეულობის შემოტანის ტოლფასი ნაბიჯი, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად, თურქეთსა და ისარელს შორის უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, აქ მათი მაყურებლების დაპირისპირების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სკანდალში გახვევაც მოყვებოდა! ეტყობა იმდენი ჭკუა არავის აქვს, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დათვალონ მოსალოდნელი რისკები, არც სუს -ს არც შსს-ს და არც მთავრობას! დიახ, მხოლოდ აბსოლუტური უჭკუო ვერ მიხვდებოდა, რომ ბათუმში დიდი რაოდენობით ჩამოვიდოდნენ სწორედ ყველაზე მოტივირებული და რადიკალურად განწყობილი თურქი გულშემატკივრები, რომლებიც ფეხბურთის ყურების გარდა, მოინდომებდნენ საკუთარი პოლიტიკური ლოზუნგების გამოტანას! ამის დაშვება არ შეიძლებოდა, ხოლო აკრძალვა რომ თურქ გულშემატკივრებთან დაპირისპირებას გამოიწვევდა, ამის მიხვედრა ეტყობა ძნელი იყო! ალბათ მთავრობაში ვიღაც გადამეტებულად საქმიანი ნიჭით დაჯილდოვებულმა ჩათვალა, რომ ამ თამაშზე ერთი დღით ჩამოსული ტურისტებით დიდ შემოსავალს მიიღებდით არა?! ამას “დახამდით”? მიიღეთ?! ახლა ველოდოდთ ამ ყველაფერს რა გართულებები მოყვება, მათ შორის იმ ათასობით ქართველისთვის, ვინც თურქეთში ცხოვრობს და საქმიანობს! ახლა ვიყოთ ღმერთის იმედად, რომ არაფერი ისეთი არ მოხდეს და უკვე თურქეთთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ აღმოვჩნდეთ! ძვირფასო ხელისუფლებავ, თქვენი იდიოტიზმი ცას წვდება მგონი!

“არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ” – “ბეშიქთაში” განცხადებას ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. "საქართველოს უჭკუო ხელისუფლებამ ყველა ეს საფრთხე ბათუმს დაატეხა თავზე!" - ირაკლი მელაშვილი

თემა: ბათუმში

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·01:45
    ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს
  • ფორმულა·01:26
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·01:17
    ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
  • GHN·00:55
    ბათუმში არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - თურქული მედია
ბათუმშიხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·02:59

“არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ” – “ბეშიქთაში” განცხადებას ავრცელებს

“არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ” – “ბეშიქთაში” განცხადებას ავრცელებს
ალია·02:48

დაკავებულია 16 პირი, დაშავებულია 3 პოლიციელი – შსს-ს განცხადება

დაკავებულია 16 პირი, დაშავებულია 3 პოლიციელი – შსს-ს განცხადება
ალია·01:37

‘ვინმემ უთხარით თურქებს – საკონსტიტუციოსკენ დაიძრან” – ანა წითლიძე

‘ვინმემ უთხარით თურქებს – საკონსტიტუციოსკენ დაიძრან” – ანა წითლიძე
ალია·01:22

“დღეს ციხეში ბოლოჯერ შევხვდი ანდრო ჭიჭინაძეს” – თორნიკე მიგინეიშვილი

“დღეს ციხეში ბოლოჯერ შევხვდი ანდრო ჭიჭინაძეს” – თორნიკე მიგინეიშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.